16:42 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 15:09:24, 2034 ნახვა

მსოფლიო
ავსტრალიის ზედა პალატამ ერთი და იმავე სქესიანთა ქორწინების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას მხარი არ დაუჭირა

ავსტრალიის ზედა პალატამ ერთი და იმავე სქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას მხარი არ დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება იტყობინება, რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორი ავსტრალიის მთავრობაა.

მთავრობის შეთავაზების წინააღმდეგ 33 სენატორი გამოვიდა, ამასთან, 29 სენატორმა კი რეფერენდუმის გამართვას მხარი დაუჭირა.

BBC-ის ცნობით, ბოლო სოციოლოგიური კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ ავსტრალიის მოსახლეობის უმრავლესობა ერთი და იმავე სქესიანთა ქორწინების დაკანონებას მხარს უჭერს.

ავსტრალიის შტატების უმეტესი ნაწილი ერთი და იმავე სქესიანთა წყვილებს სამოქალაქო კავშირს დასაშვებად ცნობს, თუმცა ამგვარი ქორწინების ლეგალურობა ნაციონალური კანონით განსაზღვრული არ არის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics