01:10 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 21:22:02, 404 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი პროკურატურას თარგამაძისა და ბაიაშვილის თანამშრომლობაზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავარ პროკურატურას პარლამენტის წევრ გივი თარგამაძესა და შსს-თანამშრომელ რუსლან ბაზიაშვილს შორის ფარული თანაშრომლობის საკითხზე გამოძიებისკენ მოუწოდებს.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, კანონზე მაღლა არავინ არ დგას და ეს არის ყოვლად დაუშვებელი ფაქტი. 
„ეს არის ყოვლად დაუშვებელი ფაქტი. არავინ დგას კანონზე მაღლა, ვინც არ უნდა იყოს – პარლამენტის, მთავრობის წევრი თუ სხვა თანამდებობის პირი. ასე რომ იქნება ეს პარლამენტის წევრი თარგამაძე? - რა თქმა უნდა, მან კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი, ვინაიდან მისი ქმედება შეურაცხმყოფელია პოლიციელებისთვის, მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მინდა ასევე მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მანაც დაიწყოს აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება. აღმაშფოთებელი ფაქტია, რომ პარლამენტის წევრი ასე უკანონოდ ცდილობდეს ინფორმაციის მოპოვებას პოლიციის თანამშრომლისგან. რაც უფრო დროულად მოახდენენ ასეთი უღირსი პოლიციელების გამოვლენას და დასჯას, იქნება საუკეთესო გამოსავალი:,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის,  შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გივი თარგამაძესთან თანამშრომლობის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი გაათავისუფლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics