|
2016-10-28 11:57:25, 2199 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთი სირიაში სკოლის დაბომბვაზე პასუხისმგებლობას მოსკოვსა და დამასკოს აკისრებს
საფრანგეთი სირიაში იდლიბის პროვინციაში სკოლაზე განხორციელებულ ავიაიერიშზე პასუხისმგებლობას მოსკოვსა და დამასკოს აკისრებს, - ამის შესახებსააგენტო Reuters-ი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე ჟან-მარკ ერომზე დაყრდნობით იუწყება. როგორც საფრანგეთის საგარეო მინისტრმა აღნიშნა, ოპოზიციას სკოლების დაბომბვის რესურსი არ გააჩნია. “ვინ აგებს პასუხს? ნებისმიერ შემთხვევაში, არა ოპოზიცია, იმიტომ რომ ბომბების ჩამოსაყრელად თვითმფრინავებია საჭირო. ეს ან ასადის რეჟიმია ან რუსები. ეს ამ ომის საშინელებების კიდევ ერთი დემონსტრაციაა”, - განაცხადა ჟან-მარკ ერომმა. რუსეთის მხარემ ავიადარტყმასთან კავშირი კატეგორიულად უარყო. ცნობისთვის, 11 ოქტომბრიდან სირიაში დარტყმები 5 სკოლაზე განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)