2016-10-14 14:51:05, 2501 ნახვა
მსოფლიო
ანტალიაში აფეთქება მოხდა
თურქეთის ტურისტულ ქალაქ ანტალიაში აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.
წინასწარი ცნობით, აფეთქების შედეგად დაღუპული და დაშავებული არავინაა.
მედია საშუალების ინფორმაციით, პორტზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა და ორი რაკეტა თევზის მაღაზიას დაეცა.
როგორც სააგენტო Anadolu იტყობინება, სარაკეტო დარტყმა მეთევზეთა პორტში, ანტალიისა და ქემერის დამაკავშირებული მაგისტრალის მახლობლად განხორციელდა. შემთხვევის ადგილას პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან