13:05 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-14 13:13:34, 746 ნახვა

რეგიონი
"მოგვეცით მუშაობის საშუალება" - ჟურნალისტების აქცია ქუთაისში

ქუთაისში, 30-მდე ჟურნალისტმა, მდუმარე აქცია სლოგანით "მოგვეცით მუშაობის საშუალება" გამართა.

ჟურნალისტებმა არჩევნების დღეს, ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი ინციდენტი დაგმეს და აღნიშნეს, რომ მათ არჩევნების ღამეს პროფესიული საქმიანობის შესრულების საშუალება არ მიეცათ.

მედიის წარმომადგენლები კომპეტენტურ ორგანოებს, საქმის დროული და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

ცნობისთვის, აქციას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და უფლებადამცველებიც შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ქუთაისში საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს, უცნობი პირები დაუპირისპირდნენ რა დროსაც ტელეკომპანია GDS და ,,იბერიას,, აპარატურა დაზიანდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics