|
2016-10-13 11:47:24, 2066 ნახვა
საზოგადოება მსოფლიო
ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის საკითხზე შესაძლოა, 19 ოქტომბერს შეთანხმდნენ
ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის საკითხზე შესაძლოა, 19 ოქტომბერს შეთანხმდნენ, - ამის შესახებ შეჩერების მექანიზმის საკითხზე მომხსენებელმა, "ევროპის სახალხო პარტიის" წევრმა, ესპანეთის წარმომადგენელმა აგუსტინ დიას დე მერა გარსია კონსუერგამ LIBE-ს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მომავალ კვირას კომიტეტმა შესაძლოა ტექნიკური ხასიატის შეხვედრა გამართოს. “რამდენიმე საათის წინ საბჭოსგან დამაიმედებელი შეტყობინება მივიღე. კერძოდ, მსურს გაცნობოთ, რომ ევროკავშირის წევრებმა დადებითად შეაფასეს შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით ჩვენი ბოლო საკანონმდებლო ინიციატივა, რაც იძლევა სამომავლო შეთანხმების საფუძველს. რაც შეეხება საბოლოო ტექსტს, საბჭომ თანხმობა განაცხადა, დოკუმენტი პარასკევისთვის წარადგინოს. თუ ასე მოხდება, მომავალ კვირას ჩვენ გავმართავთ ტექნიკური ხასიათის აუცილებელ შეხვედრას და შეთანხმების მიღწევას უკვე მომავალ ოთხშაბათს შევძლებთ",- აღნიშნა კონსუერგამ. ცნობისთვის, სწორედ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზეა დამოკიდებული საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ძალაში შესვლა. შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER) დათანხმდა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების დაწყებას. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციისა და შეჩერების ახალი მექანიზმის ამოქმედება ერთდროულად უნდა მოხდეს.
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)