|
2016-10-11 16:04:14, 684 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე სიმონ ზაზაძის სამგლოვიარო ცერემონიას დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, სტამბულში სიმონ ზაზაძის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ცერემონიას ბიზნესმენისა და საზოგადო მოღვაწის ოჯახის წევრები, ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები, ქართული აკადემიური წრეების წარმომადგენლები - შუშანა და ჯემალ ფუტკარაძეები, როინ მალაყმაძე, სასულიერო პირები და მისი ოჯახის ახლობლები ესწრებოდნენ. სიმონ ზაზაძის სამგლოვიარო ცერემონიაზე Saint Espirit-ის ტაძარში გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვიდა ოჯახის ახლობლები და მეგობრები. მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რომელმაც ბიზნესმენისა და საზოგადო მოღვაწის დამსახურებებსა და ღვაწლზე ისაუბრა და მწუხარება გამოთქვა მისი გარდაცვალების გამო. სიმონ ზაზაძე სტამბოლში ქართული კათოლიკური ეკლესიის ფონდის პრეზიდენტი, თურქეთ-საქართველოს კულტურისა და განათლების ფონდის მმართელი საბჭოს თავმჯდომარე, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის, ასევე ახალციხის, ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტების საპატიო პროფესორი და დოქტორი, ქ. სტამბოლში არსებული ქართული კათოლიკური ეკლესიის მდიდარი ქართული ბიბლიოთეკის, უმნიშვნელოვანესი არქივებისა და მუსიკალური ჩანაწერების მფლობელი, ღირსების ორდენის კავალერი და საქართელოს საპატიო მოქალაქე იყო. ზაზაძეების ოჯახი თურქეთი ბიზნეს წრეებში საკმაოდ ცნობილი იყო. ოჯახი წლების განმავლობაში ფლობდა საპნის, ტექსტილის, კოსმეტიკის საწარმოებსა და ფაბრიკებს. ამჟამად მათ ბაზაზე შექმნილია მსოფლიო მნიშვნელობის "ზაზა-ჰოლდინგი", რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 326-ე მეტ საწარმო აქვს განთავსებული. სიმონ ზაზაძეს წლების განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში მცხოვრებ ემიგრანტ ქართველებთან. მეგობრობდა ნინო და კალისტრატე სალიებთან, გივი ზალდასტანიშვილთან, ჯონ–მალხაზ შალიკაშვილთან. 1962-1982 წწ. პავლე (შვილი) და სიმონ ზაზაძეები აფინანსებდნენ ჟურნალ "ბედი ქართლისას" ფრანგულენოვან გამოცემას. ასევე ფინანსურად ეხმარებოდნენ საზღვარგარეთ გამომავალ სხვა ქართულენოვან პერიოდულ გამოცემებსაც - "კავკასიონი", "პრომეთე", "გუშაგი", "საქართველოს გუშაგი", "თეთრი გიორგი", "თავისუფალი საქართველო", "საქართველო" და სხვ. სიმონ ზაზაძე ფინანსურად ხშირად ეხმარებოდა სტამბოლში გამომავალ ჟურნალებს – "ფიროსმანი" და "ჩვენებური". სიმონ ზაზაძემ ძალიან დიდი რისკის ფასად ლიბანიდან თურქეთში ჩამოიტანა და კათოლიკეთა მონასტერს ჩააბარა კათოლიკე მღვდელ შალვა ვარდიძის არქივი. 2000 წელს თურქეთში ჩამოყალიბდა თურქეთ–საქართველოს კულტურისა და განათლების ფონდი. სიმონ ზაზაძე ვაჟიშვილ პავლე (პოლ) ზაზაძესთან ხელმძღვანელობდა ფონდს.
(NS)
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)