03:55 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-14 19:17:14, 411 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ს საელჩო საქართველოში: შეშფოთებულნი ვართ იმ ამბით, რომ ყოფილი მთავრობის წევრებს დამატებითი ბრალი წაუყენეს

აშშ-ის საელჩო საქართველოში მთავრობის ყოფილი წევრებისათვის დამატებითი ბრალის წაყენებისა და ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ „ფეისბუქის“ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ, წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ლიმიტისათვის გვერდის ავლის მცდელობას ჰგავს.
„შეშფოთებულნი ვართ იმ ამბით, რომ ყოფილი მთავრობის წევრებს დამატებითი ბრალი წაუყენეს, ან ბრალდების კვალიფიკაცია შეუცვალეს. ახალი ბრალდებები, განსაკუთრებით თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ, წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ლიმიტისათვის გვერდის ავლის მცდელობას ჰგავს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები კანონის უზენაესობის გასამტკიცებლად, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი აღქმა, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების კამპანიაშია ჩართული“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, პროკურატურამ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი ბრალი წაუყენა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალდება დაუზუსტდათ, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი უგულავას კი - დაუმძიმდათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics