03:54 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 18:22:56, 568 ნახვა

პოლიტიკა
სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტმა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა

სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტმა  ე.წ.  საგარეო საქმეთა მინიsტრ დავიდ სანაკოევს  უნდობლობა გამოუცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ტასს“-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მინისტრის არაეფექტურმა მუშაობამ გამოიწვია.

ე.წ მინისტრის გადადგომის მოთხოვნით დოკუმენტი სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს  უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

კონსტიტუციის თანახმად ე.წ. პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, რომ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს თანამდებობდა დაატოვებინოს, ან პარლამენტის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმოს.

თუმცა, თუ ორი თვის განმავლობაში დეპუტატები სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა  მინისტრს  უნდობლობას მეორედ გამოუცხადებენ, მაშინ პრეზიდენტი ვალდებული იქნება მინისტრს თანამდებობა დაატოვებინოს.

უნდობლობა დავით სანაკოევს 19-მა დეპუტატმა გამოუცხადა, მათგან ყველა ფრაქცია „ერთიანი ოსეთი“-ს წევრია. ინიციატივის წინააღმდეგი კი, ათი დეპუტატი იყო.

სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტში 34 დეპუტატია, გადაწყვეტილების მისაღებად კი, ხმათა უმრავლესობაა საჭირო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics