02:36 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 11:28:16, 1807 ნახვა

მსოფლიო
აშშ და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენაზე ვერ შეთანხმდნენ

აშშ და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენაზე ვერ შეთანხმდნენ, - ამის შესახევ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება წერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ევროკავშირისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები ნიუ-იორკში განართულ ერთობლივ შეხვედრაში მონაწილეობდნენ.

“ჩვენ ვერ გამოვალთ და ვერ ვეტყვით მთელ მსოფლიოს, რომ შეთანხმებას მივაღწიეთ, თუ ეს ასე არ არის”, - განაცხადა კერიმ.

სირიის საკითხებში გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დე მისტურამ მოლაპარაკებებს “ხანგრძლივი, მტკივნეული და იმედგაცრუების მომტანი” უწოდა.

როგორც მისტურამ აღნიშნა, უახლოესი საათები და დღეები მშვიდობიანი პროცესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ამასთან, კერის განცხადებით, ნდობის აღსადგენად საჭიროა, რომ მათ, ვინც ჰაერში საბრძოლო მოქმედებებს განაგრძობს, შეწყვიტონ ამის კეთება. თავის მხრივ, ლავროვმა ბრძოლის შეწყვეტა ოპოზიციისგან მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბრიდან გამოცხადებული ზავი რამდენიმე ინციდენტის შემდეგ დაირღვა. თავდაპირველად აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ სირიის სამთავრობო ძალების პოზიციაზე დარტყმები განახორციელა. მოგვაინებით დაიბომბა ჰუმანიტარული ავტოკოლონა. ავტოკოლონაზე ავიადარტყმებში აშშ მოსკოვსა და დამასკოს ადანაშაულებს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics