2016-09-13 12:28:04, 1622 ნახვა
მსოფლიო
მატეო რენცის ნეაპოლში ვიზიტის დროს არეულობა მოხდა
იტალიის პრემიერ-მინისტრის მატეო რენცის ნეაპოლში ვიზიტის დროს არეულობა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
როგორც მედია საშუალება წერს, რეგიონში ჩასულ პრემიერს მემარცხენე მოძრაობების აქტივისტები და სკოლების თანამშრომლები საპროტესტო აქციით შეხვდნენ. დემონსტრანტები მთავრობის მიერ გატარებული განათლების რეფორმის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.
აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი ოპერის შენობასთან მდგარ პოლიციელებს ლითონის ქილები ესროლეს, ასევე პრემიერის კორტეჟის გზაზე ბარიკადების აგება სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან შეტაკება მოჰყვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან