22:06 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-11 10:35:22, 2143 ნახვა

მსოფლიო
11 სექტემბრის ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა

2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიიდან  15 წელი გავიდა.

ტრაგედიის ადგილას მოსახლეობა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებს, რის შემდეგაც წმინდა პავლეს ტაძარში "იმედის ზარები" დაირეკება. 

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და  პირველი ლედი მიშელ ობამა პენტაგონში დაგეგმილ  სამგლოვიარო ღონისძიებას დაესწრებიან.

ცნობისთვის, ალ-ქაიდას თვითმკვლელ ტერორისტთა კოორდინირებულ თავდასხმათა სერია ამერიკის შეერთებული შტატების  ტერიტორიაზე 2001 წლის 11 სექტმებერს განხორციელდა.  ამ დღეს 19 ისლამისტმა ტერორისტმა გაიტაცა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი. გამტაცებლებლმა გამიზნულად დააჯახეს ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. ორივე შენობა ორი საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა, სხვები კი დააზიანა.  გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის  შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ-ქაუნთის  ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.

11 სექტემრბის ტრაგედიის შემდეგ “ალ-ქაიდას” ლიდერზე ბინ ლადენზე გაძლიერებული ძებნა გამოცხადდა.  ათწლიანი დევნის შედეგად, ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა ტერორისტის ლიკვიდაცია 2011 წლის 2 მაისს პაკისტანში შეძლეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics