22:39 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 15:27:33, 321 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილი რიგგარეშე სხდომაზე დასწრებას არ აპირებს

უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი რიგგარეშე სხდომაზე დასწრებას არ აპირებს.
ამის შესახებ ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ქუცნაშვილის თქმით, ის არ აპირებ ქუთაისის სხდომათა დარბაზში „პატივცემულ კოლეგებთან“ ერთად მარტო ისხდეს.
„ბუნებრივია,  საზოგადოების ინტერესი ამ მოსმენის  მიმართ მაღალია.   რიგგარეშე სხდომაზე ჩემს გარდა მგონი არავინ არ დადის.  მე, მანანა კობახიძე, დიმიტრი ხუნდაძე, დავით ლორთქიფანიძე  დავდივართ, ამიტომაც არ ვაპირებ ახლა კვლა ამ ჩემს „პატივცემულ კოლეგებთან“ ერთად  მარტო  ქუთაისის სხდომათა დარბაზში ვიჯდე“,-აღნიშნა ქუცნაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით,  საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2015 წლის 13 მარტის 12 საათიდან დაინიშნა.  განკარგულების მიხედვით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხია : ეროვნული ვალუტის-ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics