15:11 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 12:44:00, 1901 ნახვა

მსოფლიო
მერკელი: არასწორია იმის მტკიცება, რომ ტერორიზმი ლტოლვილებთან ერთად მოვიდა

ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიაში ტერორიზმის მიგრანტთა ნაკადთან დაკავშირება არასწორია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა გამოცემა Suedduetsche Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

კანცლერის თქმით, ტერორიზმი გერმანიაში სხვადასხვა ფორმით ისედაც არსებობდა.

"იმის მტკიცება, რომ ტერორიზმი ლტოლვილებთან ერთად მოვიდა, უბრალოდ არასწორია. ის უკვე არსებობდა აქ სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა პოტენციური ბოროტმოქმედით, რომლებზეც ჩვენ თვალთვალი გვქონდა დაწესებული", - განაცხადა ანგელა მერკელმა.

მერკელის აზრით, მიგრანტთა ნაკადის მიუხედავად, "გერმანია გერმანიად დარჩება".

"ცვლილებები ყოველთვის ცუდი არ არის, ეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. გერმანია გერმანიად დარჩება ყველაფრით იმით, რაც ჩვენთვის ძვირფასია", - აღნიშნა კანცლერმა.

ერთი თვის წინ ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანიის მიგრაციული პოლიტიკა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო არ შეიცვლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics