11:28 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 15:29:30, 1674 ნახვა

მსოფლიო
ევროსაბჭო თურქეთს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოძიებაში დაეხმარება

ევროსაბჭო თურქეთს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოძიებაში დაეხმარება, - ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტურბიორნ იაგლანდმა გერმანულ გამოცემა Die Welt-თან საუბრისას განაცხადა.

იაგლანდის თქმით, ექსპერტები უახლოეს დღეებში თურქეთის ხელისუფლებას შეხვდებიან. 

“ევროსაბჭოს ექსპერტები უახლოეს დღეებში შეხვდებიან თურქეთის ხელისუფლებას, რომ გამართონ კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დაიცვან ამბოხის მცდელობასთან კავშირში ბრალდებულთა უფლებები”, - განაცხადა იაგლანდმა ინტერვიუში.

მისივე განმარტებით, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ თურქეთში სასამართლო პროცესები ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდეს.

ამასთან, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ევროპულ ქვეყნებს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით თავშეკავებული რეაქციებისკენ მოუწოდა.

“პოლიტიკური რიტორიკის ნაცვლად, ჩვენ ევროპაში კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ  არსებული პრობლემების მოგვარებაზე. ჩვენ უნდა თურქეთს ვესაუბროთ და არა თურქეთის შესახებ ვისაუბროთ”, - განაცხადა იაგლანდმა.

ცნობისთვის, თურქეთი ევროსაბჭოს წევრი 1950 წლიდანაა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics