23:18 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 12:47:29, 2097 ნახვა

მსოფლიო
ჰილარი კლინტონმა ვლადიმირ პუტინს

აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს “რადიკალური ნაციონალიზმის ნათლიმამა" უწოდა, - ამის შესახებ, The Washington Post-ის ინფორმაციით, ჰილარი კლინტონმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტვით გამოსვლისას განაცხადა.

მედიის ცნობით, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა თავისი რესპუბლიკელი მეტოქე დონალდ ტრამპი იმაში დაადანაშაულა, რომ ის “პუტინს ადიდებს და პრორუსულ პოლიტიკას ემხრობა”.

როგორც ჰილარი კლინტონმა განაცხადა, დონალდ ტრამპი რუსეთის მიმართ ისე იქცევა, როგორც არასდროს მოქცეულა არც ერთი ამერიკელი პრეზიდენტი. ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მილიარდერი რასიზმშიც დაადანაშაულა.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონს "ტოტალური შოვინისტი" უწოდა.

"ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ მათ კანონებს პატივი სცენ, რომ მათი საზღვრები დაცული იყოს, რასისტები არ არიან",  - აღნიშნა ტრამპმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics