22:38 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-10 09:31:04, 327 ნახვა

პოლიტიკა
ნარმანია საკრებულოში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენას აპრილის პირველ კვირაში გეგმავს

თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოში მისვლასა და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენას მიმდინარე წლის აპრილის პირველ კვირაში გეგმავს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, გამომდინარე იქედან, რომ კოდექსი განსაზღვრავს ვადებს, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მერი საკრებულოს წინაშე ანგარიშით ყოველი წლის აპრილის პირველ კვირას წარსდგება.

„თბილისის მერის საკრებულოში დაბარების მოთხოვნით დეპუტატთა ერთმა ნაწილმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ოპოზიციონერი დეპუტატების ერთკვირიანი მონდომება გაუგებარი და ფუჭია, ვინაიდან საქართველოს ორგანული კანონი - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ პირდაპირ ითვალისწინებს დედაქალაქის მერის საკრებულოს წინაშე ანგარიშით წარდგენის ვალდებულებას.
სწორედ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, თბილისის მერი საკრებულოში მისვლასა და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენას მიმდინარე წლის აპრილის პირველ კვირაში გეგმავს. მერი საკრებულოს წევრებს წარუდგენს ინფორმაციას, თუ რა მძიმე მდგომარეობა დახვდა დედაქალაქის ახალ ხელისუფლებას მერიაში, რა პროექტები და პროგრამები განხორციელდა დღემდე და როგორია დედაქალაქის აღმასრულებელი ორგანოს სამომავლო გეგმები. ცხადია, ანგარიშის წარდგენის შემდეგ ნებისმიერ დეპუტატს ექნება შესაძლებლობა, მერის წინაშე დასვას მისთვის საინტერესო საკითხი.

გამომდინარე იქედან, რომ კოდექსი მკაფიოდ არ განსაზღვრავს ვადებს, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მერი საკრებულოს წინაშე ანგარიშით ყოველი წლის აპრილის პირველ კვირას წარსდგება“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics