20:18 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 13:18:53, 1751 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთში აგვისტოში ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს

მიმდინარე თვეში ფრანგულმა სპეცსამსაურებმა ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნიევმა გერმანელ კოლეგასთან, ტომას დე მაზიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, დაკავებულთაგან სამი ადამიანი, გამოძიების ვარაუდით, საფრანგეთის ტერიტორიაზე ტერაქტების განხორციელებას გეგმავდა

“შიდა უსაფრთხების მთავარმა სამმართველომ აგვისტოში ტერორისტულ ქსელებთან დაკავშირებული შვიდი ადამიანი დააკავა. სამ მათგანს ტერაქტების მზა გეგმები ჰქონდა”, - განაცხადა კაზნიევმა.

ამასთან, მისივე თქმით, მიმდინარე წელს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში საფრანგეთში დაკავებულთა რიცხვი, წინა წელთან შედარებით, გაორმაგდა.

შეგახსენბთ, რომ წელს ნიცაში ტერაქტის შედეგად 86 ადამიანი გარდაიცვალა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. კიდევ ერთი ტერაქტი საფრანგეთის ერთ-ერთ პროვინციაშე მდებარე ეკლესიაში მოხდა, რის შედეგადაც 1 სასულიერო პირი გარდაიცვალა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics