08:03 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-18 17:42:20, 1604 ნახვა

მსოფლიო
რიოს ოლიმპიადაზე ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე მე-5 ადგილზეა

22 წლის ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ რიოს ოლიმპიური თამაშებზე მე-5 ადგილი დაიკავა.

ნადირაძემ კანოეში 200 მეტრ სპრინტში საუკეთესო 8 სპორტსმენს შორის ფინალში იასპარეზა და დისტანცია 39.817 წამში დაფარა, პრიზიორებს კი წამის მეასედებით ჩამორჩა. ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეორედ უკრაინელი იური ჩებანი გახდა 39.279 მაჩვენებლით.

ზაზა ნადირაძე პირველი სპორტსმენია საქართველოში კანოეს არსებობის მანძილზე, რომელმაც ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა და ფინალში შეძლო მოხვედრა.

რიოს ოლიმპიურ თამაშებზე დებიუტის მქონე ქართველმა კანოისტმა 200 მეტრ დისტანციაზე სპრინტში 1/2 ფინალში 7 მონაწილეს შორის დისტანცია 40.146 წამში დაფარა და პირველი ადგილი დაიკავა. ნადირაძე ჯამში 8 ფინალისტს შორის მე-4 შედეგით შევიდა. 

მანამდე, 200 მეტრზე ერთადგილიანი კანოეთი სპრინტში ნადირაძემ წარმატებით გადალახა საკვალიფიკაციო რაუნდი და ნახევარფინალში გავიდა.

ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 200 მეტრი 41.423 წამში დაფარა და 7 სპორტსმენს შორის მე-4 ადგილი დაიკავა. 

ზაზა ნადირაძე ბოლო რამდენიმე წელია საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ვარჯიშობს. ოლიმპიური თამაშებისთვის ის მცხეთაში, მდინარე მტკვარზე და აზერბაიჯანში, მინგეჩაურის წყალსაცავზე ემზადებოდა. ოლიმპიადის წინ დასკვნითი შეკრება მან პორტუგალიაში გაიარა.

ფოთელი ვიქტორ კრატასიუკის  შემდეგ მცხეთელი ზაზა ნადირაძე ოლიმპიადის პირველი ქართველი მონაწილე, მედალოსანი და გამარჯვებულია. ვიქტორ კრატასიუკმა ოლიმპიადა 1972 წელს, მიუნხენში მოიგო - წყვილთა შორის (ნიკოლაი გორბაჩოვთან ერთად) ბაიდარით ათას მეტრზე გაიმარჯვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics