08:02 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 11:55:43, 1966 ნახვა

მსოფლიო
პაკისტანში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

პაკისტანის ქალაქ კვეტაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, დაშავებულების რაოდენობა 120-ს აღემატება, 26 მათგანი კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ერთდროულად ორმა  დაჯგუფებამ აიღო: ე.წ “ისლამურმა სახელმწიფომ” და მოძრაობა “ჯამაატ ურ აჰრარის” თალიბებმა.

ამასთან, "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაახლოებული სააგენტო "Amaq"-ის ინფორმაციით, ტერაქტის ორგანიზატორი სწორედ ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ია.

თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში აამოქმედა, სადაც იმ დროისთვის 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ უცნობებმა საავადმყოფოში სროლა გახსნეს.

ადგილობრივი იურისტები და ჟურნალისტები იქ ბელუჯისტანის პროვინციის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის ხსოვნის პატივსაცემად შეიკრიბნენ,რომელიც 8 აგვისტოს დაუდგენელმა პირებმა მოკლეს.

როგორც მედია წერს, მომხდარის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics