02:41 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 12:13:49, 1566 ნახვა

მსოფლიო
„ბოკო ჰარამის” მებრძოლებმა ბოლო 6 თვის განმავლობაში თვითმკვლელ-ტერორისტებად 50 ბავშვი აქციეს

ნიგერიაში მოქმედი ისლამისტური დაჯგუფების „ბოკო ჰარამის” მებრძოლებმა ბოლო 6 თვის განმავლობაში 50 ბავშვი თვითმკვლელ-ტერორისტებად აქციეს, - ამის შესახებ BBC გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეზე ჰუმანიტარულ საკითხებში სტივენ ობრაიენზე დაყრდნობით იუწყება. 

ობრაიანის განცხადებით, თვითმკვლელმა ბავშვებმა ტერაქტები 4 აფრიკული ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს.

გაერო-ს შეფასებით, “ბოკო ჰარამის” ქმედებების გამო ჰუმანიტარულ დახმარებას 9 მილიონი ადამიანი საჭიროებს, აქედან 7 მილიონი ნიგერიელია. მათივე ინფორმაციით, 2,8 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები მიეტოვებინა, 5,2 მილიონი კი საკვები პროდუქტების უკმარისობას განიცდის.

ნიგერიის ბორნოს შტატში, რომელსაც ადრე “ბოკო ჰარამი” აკონტროლებდა, 250 ათასს ბავშვს შიმშილის გამო სიკვდილი ემუქრება. ობრაიენის თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე ამ ბავშვებიდან ყოველი მეხუთე შესაძლოა, დაიღუპოს, თუ დროულ დახმარებას არ მიიღებს.

როგორც გაერო-ში აცხადებენ, ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლა არასაკმარისი დაფინანსების გამო, არასაკმარისად ეფექტიანად მიმდინარეობს.

ცნობისთვის, “ბოკო ჰარამი” შეიარაღებულ თავდასხმებს 2009 წლიდან ახორციელებს. 2015 წლის მარტში დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს” შეუერთდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics