18:42 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 13:32:46, 650 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქრუტებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს, არჩილ ყარაულაშვილს და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი ფარეშიშვილს შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის აჭარის წარმომადგენლობის კოორდინატორი, ირმა გაბინაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ნაყეური ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი მიზანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქრუტებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და კოორდინირებული მუშაობის გაგრძელებაა.

უწყებების ხელმძღვანელებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას, ამ მიმართულებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების საკითხებს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics