05:54 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 03:47:03, 1274 ნახვა

მსოფლიო
ნიცაში სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის დროს სატვირთოს მძღოლი მოკლეს, ავტომობოლში კი ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები აღმოაჩინეს

სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელმაც ნიცაში ტერორისტული აქტი მოაწყო, რამდენიმე წუთის წინ, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

როგორც ფრანგული მედია იუწყება, პოლიციამ სატვირთო ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები აღმოაჩინა.

წინასწარი ინფორმაციით სატვირთო ავტომობილი 100 კმ/საათი სიჩქარით მოძრაობდა. თვითმხილველების განცხადებით, ავტომანქანა მანამდე დიდი სისწრაფით მოდიოდა, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანები გაეტანა.

შეგახსენებთ, ნიცაში, საფრანგეთში ხალხმრავალ ადგილას სატვირთო ავტომობილი შევარდა. როგორც ცნობილი ხდება, ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდნენ და გარეთ ფოიერვერკების შოუს სანახავად იყვნენ შეკრებილები, რა დროსაც მოულოდნელად ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილი შევარდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 73 ადამიანი, 100-მდე კი დაშავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics