|
2016-07-14 18:14:17, 1481 ნახვა
მსოფლიო
ოლანდი ბრიტანეთის პრემიერს მოუწოდებს, "ბრექსითის" მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე დაიწყოს
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მოუწოდებს, ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე დაიწყოს, - ამის შესახებ BBC ელისეის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, საფრანგეთის მთავარსარდალსა და ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამასთან, ტერეზა მეის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს ბრიუსელთან მოლაპარაკებების დაწყებამდე დამატებითი დრო სჭირდება. შეგახსენებთ, რომ ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი 13 ივლისს დაიკავა. მან ახალ მთავრობაში რამდენიმე მინისტრი უკვე დანიშნა. კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი ლონდონის ყოფილი მერი, “ბრექსითის” აქტიური მხარდამჭერი ბორის ჯონსონი გახდა. ვეტერანმა ევროსკეპტიკოსმა დევიდ დევისმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხებზე მომუშავე მინისტრის თანამდებობა დაიკავა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)