04:10 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 16:45:47, 1269 ნახვა

მსოფლიო
ბარაკ ობამა: რუსეთი ევროპაში მშვიდობას ემუქრება

რუსეთი ემუქრება მშვიდობას ევროპაში, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ Financial Times-სთან საუბარში განაცხადა. აღნიშნული ინტერვიუ, დღეს ნატო-ს სამიტის გახსნისას გამოქვეყნდა. 

უკრაინაში რუსეთის აგრესიიის საპასუხოდ, ობამა ევროკავშირს და ნატო-ს თანამშრომლობის გაღრმავებისკენ და კიევის მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ქვეყნები კვლავ ისწრაფიან რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებისკენ, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ანტირუსული სანქციები შენარჩუნებული იქნება მოსკოვის მიერ მინსკის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების  შესრულებამდე", - აღნშნა ობამამ.

ამასთან, აშშ-ის ლიდერი იმედს გამოთქვამს, რომ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირიდან გასვლის შემდეგაც კი ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. დიდი ბრიტანეთის შესახებ ბარაკ ობამამ ასევე ისაუბრა 8 ივლისს ვარშავაში, სადაც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარესთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად პრესკონფერენცია გაიმართა. აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ლონდონსაი და ბრიუსელის დიალოგი გარდამავალ პერიოდში პრაგმატული იქნება.

შეგახსენებთ, რომ მოგვიანებით გაიმართა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნისა და ევროკავშირის ლიდერების პრესკონფერენცია, სადაც იენს სტოლტენბერგმა, დონალდ ტუსკმა და ჟან-კლოდ იუნკერმა თანამშრომობლობის გაღრმავების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

დოკუმენტის მიხედევით, ორი ორგანიზაცია ჰიბრიდული საფრთხეების პრევენციას ერთობლივად შეეცდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics