21:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-02 15:51:15, 1307 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის კონგრესმენი: სტამბოლის ტერაქტის ორგანიზატორი აჰმედ ჩატაევი იყო

სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი იყო, - ამის შესახებ CNN აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეზე, კონგრესმენ მაიკლ მაკკოლზე დაყრდნობით იუწყება.

კონგრესმენი ვარაუდობს, რომ ჩატაევი ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის ნომერ პირველი მტერია.

„სირიაში უამრავჯერ იყო ჩასული და „ისლამური სახელმწიფოს“ ომის სამინისტროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ოფიცერი გახდა, რომელიც ოპერაციების ჩატარებაზე იყო პასუხისმგებელი“, - განაცხადა მაკოლმა.

როგორც მაკკოლმა აღნიშნა, ჩატაევის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩატაევი, ამ თავდასხმის განსახორციელებლად, კოორდინირებას სამ თვითმკვლელ ტერორისტთან ახდენდა“, - განაცხადა მაკოლმა.

მედია საშუალების ინფორმაციით, 2015 წელს აშშ-ის ფინანსურმა უწყებამ აჰმედ ჩატაევი ტერორისტების სიაში შიეყვანა. უწყების ცნობით, ის თავდასხმებს ამერიკულ და თურქულ ობიექტებზე გეგმავდა.

გარდა ამისა, გაერო-ს ცნობით, ჩატაევი 130 ბოევიკისგან შემდგარ დაჯგუფებას ხელმძღვანელობს.

მაკკოლის თქმით, ინფორმაცია აჰმედ ჩატაევის სტამბოლის ტერაქტთან კავშირზე აშშ-ს თურქეთის სადაზვერვო სამსახურმა მიაწოდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ თურქულ მხარეს ჩატაევის ტერაქტთან კავშირი ამ დრომდე ოფიციალურად არ დაუდასტურებია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics