01:11 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 13:33:27, 1271 ნახვა

მსოფლიო
ქაბულში ავტოკოლონაზე თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

ქაბულში ავტოკოლონაზე თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება, ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, ავტოკოლონით პოლიციის აკადემიის კურსდამთავრებულები მგზავრობდნენ. მათივე ცნობით, თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ტერაქტი ავღანეთის დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში მოხდა.

BBC ინფორმაციით, ინციდენტის დროს სულ ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აქედან ერთ-ერთი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. როგორც Reuters-ის იტყობინება, ტერაქტი "თალიბანის" მიერ იყო ორგანიზებული. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ქაბულში ავტობუსი ააფეთქეს, რის შედეგადაც 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ავტობუსით კერძო დაცვის სამსახურის ნეპალელი თანამშრომლები მგზავრობდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics