14:00 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 14:33:25, 1153 ნახვა

მსოფლიო
ჟან-კლოდ იუნკერი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირში წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სხვა ქვეყნებიც მოისურვებენ

ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი არ გამორიცხავს, რომ დიდი ბრიტანეთის მსგავსად, ევროკავშირის წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სხვა ქვეყნებიც მოისურვებენ, - ამის შესახებ სააგენტო Independent იუწყება.

იუნკერის თქმით, ევროკავშირის ლიდერებმა გეგმა უნდა შეიმუშავონ, თუ როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა ევროპელ პოპულისტებს და ევროკავშირის იმ ქვეყნებთან, სადაც უკმაყოფილების დონე მაღალია, დიალოგი გააგრძელონ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული საკითხების შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლები მომავალ კვირას, ევროკავშირის რიგგარეშე სამიტზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის მხარდამჭერებმა გაიმარჯვეს და ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს..

მოგვიანებით ბრიუსელმა ლონდონს მოუწოდა, ევროკავშირიდან გასვლის პროცედურაზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყოს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics