10:31 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 16:52:16, 1289 ნახვა

მსოფლიო
ოლანდი: დიდი ბრიტანეთის გასვლის პროცედურა მალე დაიწყება

საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის პროცედურა მალე დაიწყება, - ამის შესახებ France24 იუწყება.

ოლანდის თქმით, დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი ევროპისთვის გამოცდა იყო.

“ბრიტანელმა ხალხმა რეფერენდუმის გზით ევროკავშირის დატოვება გადაწყვიტა. ეს მტკივნეული არჩევანია. მე ვწუხვარ გაერთიანებული სამეფოსა და მთელი ბრიტანეთისთვის. თუმცა ეს მათი არჩევანია, ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ და შედეგები გავითვალისწინოთ. გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის წევრი აღარ იქნება. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცედურა მალე დაიწყება. ბრიტანელი ხალხის არჩევანი ევროპისთვის რთული გამოცდა იყო”, - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპამ ახლა სიძლიერე და უნარი უნდა აჩვენოს, რათა ეკონომიკურ და ფინანსურ რისკებს გაუმკლავდეს, რომლებიც შესაძლოა დიდი ბრიტანეთის გასვლამ გამოიწვიოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics