10:31 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-23 22:30:10, 1111 ნახვა

მსოფლიო
„დიდი და წმიდა საეკლესიო კრება“ შესაძლოა რეგულარული გახდეს

"დიდი და წმიდა საეკლესიო კრება შესაძლოა რეგულარული გახდეს" - ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კრების სამდივნოს ოფიციალური წარმომადგენელ, მთავარეპისკოპოს იობზე დაყრდნობით ავრცელებს.

მღვდელთმთავარის განცხადებით, ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიღებულა იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა საჭირო ყოველ ხუთ, ექვს, შვიდ ან ათ წელიწადში შევიკრიბოთ. თუმცა, მათი სურვილია, ყველა ეკლესია შეიკრიბოს რეგულარულად და კრება ეკლესიის ახალ ინსტიტუციად ჩამოყალიბდეს.

„არც ერთ აქ დამსწრე ეკლესიის წარმომადგენელს არ სურს რომელიმე ეკლესიის გამოკლება, ჩვენ მათ ველოდით და კიდევ ველოდებით. სესიების დროს ითქვა, რომ კრება რეგულარული გახდეს. ჯერ ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიღებულა იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა საჭირო ყოველ ხუთ, ექვს, შვიდ ან ათ წელიწადში შევიკრიბოთ. თუმცა, აქ შეკრებილების სურვილია, ყველა ეკლესია შეიკრიბოს რეგულარულად და კრება ეკლესიის ახალ ინსტიტუციად ჩამოყალიბდეს, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა საკითხების განხილვა“, - განაცხადა მღვდელმთავარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics