2015-02-28 16:09:15, 332 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა
პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა.
პარლამენტმა ქვორუმის არარსებობის გამო ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისზე მსჯელობის დაწყება ვერ მოახერხა.
ოპოზიიციის მოთხოვნით დანიშნული სხდომის ჩასატარებლად რეგისტრაცია დეპუტატებმა სამჯერ გაიარეს, თუმცა ქვორუმის შეკრება ვერც ერთხელ ვერ მოხერხდა, რადგან უმრავლესობამ სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
რეგლამენტის შესაბამისად, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ სხდომა ჩაშლილად გამოაცხადა.
სხდომაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თითქმის სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, თუმცა მას უმრავლესობის წევრთა უმრავლესობა არ ესწრებოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან