2015-02-27 16:30:04, 399 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია: ის, რაც დღეს ხდება, ივანიშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკის შედეგია
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარება არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, არამედ ახალი ხელისუფლების უუნარო პოლიტიკის შედეგია.
"ორი წელია ივანიშვილი და მისი გუნდი საქართველოს ეკონომიკასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს ანგრევენ. ის, რაც დღეს ხდება, სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია. ივანიშვილი და მისი მთავრობა იმის ნაცვლად, რომ ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობდნენ, როგორც გუშინ გავარკვიეთ, ერთადერთი გეგმა ამ პრობლემების სხვაზე გადაბრალება აქვთ",-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან