04:19 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 13:53:53, 1217 ნახვა

მსოფლიო
ბაღდადში ორ აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა

ბაღდადში ორი აფეთქების შედეგად 22 დაიღუპა, 70-ზე მეტი კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ერაყის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამართალდამცველების ცნობით, ერთი აფეთქება კომერციულ რაიონში, მეორე კი სამხედრო ბლოკპოსტთან მოხდა.

ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ალ-ჯადეედას რაიონში, სადაც სავაჭრო დაწესებულებებია განთავსებული, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.

მედიის ინფორმაციით, ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში, ტაჯის ბლოკპოსტის ტერიტორიაზე კი თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 7 სამხედრო დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ ბაღდადში ტერაქტების სერია "ისლამური სახელმწიფოსგან" ფალუჯას გასათავისუფლებლად მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს განხორციელდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics