00:31 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-14 14:26:45, 1150 ნახვა

მსოფლიო
ბანგლადეშში 50-ზე მეტი ადამიანი მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა

ბანგლადეშში, ბოლო ორი დღის განმავლობაში, მეხის დაცემის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, -  ამის შესახებ BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. 

მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმრავლესობა ფერმერები არიან, რომლებიც მინდორში მუშაობის დროს დაიღუპნენ.

მსხვერპლთა შორის ორი სტუდენტია, რომლებსაც მეხი ფეხბურთის თამაშის დროს დაეცა.

ცნობისთვის, ბანგლადეშში მეხის შემთხვევები ხშირია, თუმცა, წელს განსაკუთრებით დიდი მსხვერპლი გამოიწვია. მარტის თვიდან სულ 90 ადამიანია გარდაცვლილი.

ექსპერტების თქმით, ეს, შესაძლოა, ტემპერატურის მატებას და ტყის მასობრივ გაჩეხვას უკავშირდებოდეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics