2016-05-06 23:14:51, 1110 ნახვა
მსოფლიო
სირიიდან თურქეთში ნასროლი ჭურვი საცხოვრებელი სახლის სახურავს დაეცა
სირიამ თურქეთის მიმართულებით ცეცხლი კვლავ გახსნა. ცნობილი ხდება, რომ ქალაქ ქილიში ორი ჭურვი ჩავარდა, ერთ-ერთი კი ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი სახლის სახურავს დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "Hurriyet" ავრცელებს.
გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ ვრცელდება.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სარაკეტო დარტყმები რადიკალური ექსტრემისტული ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან