2016-05-06 16:02:17, 1109 ნახვა
მსოფლიო
უფლებადამცველების ინფორმაციით, სირიის სოფელ ხან-ტუმანისთვის ბრძოლისას 73 ადამიანი დაიღუპა
სირიაში ისლამისტმა მებრძოლებმა ალეპოს მახლობლად მდებარე სოფელ ხან-ტუმანის დაკავების შესახებ განაცხადეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ცნობით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტისთვის ბრძოლისას 73 ადამიანი დაიღუპა.
უფლებადამცველების მონაცემებით, გარდაცვლილთა შორის 43 ამბოხებული და 30 სამხედროა.
სოფელი დამასკოსა და ალეპოს დამაკავშირებელ მაგისტრალთან მდებარეობს.
აღსანიშნავია, რომ სირიის სამთავრობო ძალების წარმომადგენლები ხან-ტუმანზე კონტროლის დაკარგვას არ ადასტურებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან