2016-05-06 12:11:54, 1058 ნახვა
მსოფლიო
სირიაში დევნილთა ბანაკზე თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი გარდაიცვალა
სირიის ჩრდილოეთ ნაწილში დევნილთა ბანაკზე განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად ათობით ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC უფლებადამცველებზე დაყრდნობით იუწყება.
სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, გარდაცვილილია სულ მცირე 30 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც.
ცნობისთვის, საჰაერო დარტყმა თურქეთის საზღვართან, იდლიბის პროვინციის ქალაქ სარმადასთან მდებარე ბანაკზე განხორციელდა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, საჰაერო დარტყმა რუსულმა ან სირიის სამთავრობო ავიაციამ განახორციელა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან