2016-05-05 16:39:10, 1242 ნახვა
მსოფლიო
აჰმედ დავუთოღლუ თანამდებობიდან მიდის
თურქეთის პრემიერ–მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ თანამდებობიდან მიდის.
ამის შესახებ მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დავუთოღლუს თქმით, ის პრემიერის და მმართველი პარტიის ლიდერის პოსტს 22 მაისს დატოვებს.
დავუთოღლუ თურქეთის პრემიერის პოსტს 2014 წლიდან იკავებს. 2009–2014 წლებში ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან