2015-02-23 11:13:41, 468 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან დიდი მარხვა დაიწყო
დღეიდან დიდი მარხვა დაიწყო, რომელიც 49 დღე გაგრძელდება.
დიდმარხვის პირველი და ბოლო კვირა განსაკუთრებულად მძიმეა მორწმუნეებისთვის, რადგან მხოლოდ უზეთო საკვებს ღებულობენ.
დიდმარხვის პირველ დღეებში ტაძრებში წირვა არ სრულდება და მხოლოდ სპეციალური საგალობლები სრულდება.
დიდი მარხვის პერიოდში, 40 დღის განმავლობაში მიცვალებულებს იხსენიებს, ხოლო ყოველ შაბათს დიდ მარხვაში მიცვალებულთა სახელზე საკურთხი კეთდება.
დიდმარხვა 12 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე სრულდება და ხსნილდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან