2016-05-03 13:36:19, 972 ნახვა
მსოფლიო
"ჯებჰატ ან-ნუსრას" მებრძოლებმა ქრისტიანულ უბნებზე თავდასხმა დაიწყეს
"ჯებჰატ ან-ნუსრას" მებრძოლებმა, ალეპოს მიმართულებით, ერთი საათის განმავლობაში 60 რაკეტა გაუშვეს, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
მედიის ინფორმაციით, ინცინდენტის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 45 კი, დაშავდა.
დაცხრილვის შედეგად, ყველაზე მეტად ტიშრინის, მასაკენის, ალ-საბინის და ალ-ნილის ქუჩები დაზიანდა. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები.
როგორც მედია საშუალება იტყობინება, მებრძოლებმა ქრისტიანული უბნებზე თავდასხმების განხორციელება დაიწყეს.
აღსანიშნავია, მანამდე გავრცელებული ინფორმაციაც, რომლის თანახმადაც "ჯებჰატ ან-ნუსრას" მებრძოლებმა ლატაკიაში სირიული არმიის პოზიციებსაც შეუტიეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან