13:19 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-22 16:47:46, 321 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე: ისეთი დრო არ ყოფილა წარსულში, რომ კაცობრიობა ასე დაცემულიყო

„ისეთი დრო არ ყოფილა წარსულში, რომ კაცობრიობა ასე დაცემულიყო“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს– პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. 
ილია მეორემ შენდობის კვირასთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. 

მან მარხვისა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მარხვა ადამიანის სულის გაწმენდისთვისაა.

„ღვთის სიყვარული  ადამიანის ცოდვებს ფარავს.  უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჩვენს ცოდვებს თავის მხრებზე იღებს. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მოგვანიჭოს მცირე და დაიადი გონება, სიბრძნე, რომელიც დაგვანახებს ჩვენ გზას, რომლითაც უნდა ვიაროთ. ადამიანი დღეს ფიქრობს მხოლოდ მატერიალურზე და ვერ ხედავს იმას, რომ ადამიანი დაცემულია და გაუბედურებულია სულიერად.  ისეთი დრო არ ყოფილა წარსულში, რომ ასე დაცემულიყო კაცობრიობა.  ღმერთმა შეგინდოთ, დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“, – ბრძანა ილია მეორემ.

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics