18:34 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 15:08:53, 676 ნახვა

რეგიონი
9 აპრილიდან აჭარის მუნიციპალიტეტებში უფასო სამედიცინო აქციები იწყება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით და აჭარაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მხარდაჭერით, 9 აპრილიდან ხულოს, შუახევი, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში უფასო სამედიცინო აქციების ჩატარება იწყება.

სამინისტროს ცნობით, პირველი აქცია 9 აპრილს შუახევის მუნიციპალიტეტის უჩამბის თემში ჩატარდება. აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციებსა და კვლევებს შპს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010-ის“, შპს „ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკის“ და შპს „ქ. ბათუმის სამშობიარო სახლის“ ექიმები ჩაატარებენ. მოსახლეობას საშუალება ექნება ადგილზე მიიღოს ოფტალმოლოგის, ქირურგის, უროლოგის, თერაპევტის, ენდოკრინოლოგის, პედიატრის, გინეკოლოგის და კარდიოლოგის მომსახურება. აქცია 12:00 საათზე დაიწყება და დღის ბოლომდე გაგრძელდება.

მორიგ სამედიცინო აქციას 16 აპრილს ხულოს მუნიციპალიტეტის ხიხაძირის თემში, შპს „ონკოლოგიური საავადმყოფოს“, შპს “საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის“ და შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის“, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტის მერისის თემში შპს „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკის“ ექიმები ჩაატარებენ.

უფასო სამედიცინო აქციის ფარგლებში ხულოს, შუახევი, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილია 23 სამედიცინო ბრიგადის გასვლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics