11:33 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-14 14:33:04, 2753 ნახვა

პოლიტიკა
პენიტენციურმა ხელშეკრულება შეუწყვიტა ილი ჯგუფს, რომელიც პასუხისმგებელი იყო პატიმრების კვებაზე

პენიტენციურმა სამსახურმა ხელშეკრულება შეუწყვიტა შპს „ილი ჯგუფს“, რომელიც პასუხისმგებელი იყო პატიმრების კვებაზე.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის 10 მარტის წერილით მოთხოვნილი იყო, რომ შპს „ილი ჯგუფს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ჯეროვანი ვალდებულებების შესრულება აღედგინა 11 მარტის დილის 09:00-დან, რაც არ განხორციელდა და პენიტენციურ დაწესებულებებში კვლავ დაფიქსირდა კვების მომსახურების არაჯეროვანი მიწოდების ფაქტები, არ განხორციელებულა კვების მარაგების შევსება“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ კომპანიისთვის გაგზავნილ წერილში.

დოკუმენტაციის მიხედვით, პენიტენციურმა კომპანიას 2023 წლის 11 ინავარს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ცალმხრივად, ვადაზე ადრე, 12 მარტიდან შეუწყვიტა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ილი ჯგუფს“ არ დაუბრუნდება საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა 1,137,052 ლარი.

4 მარტს „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითა ირკვევა, რომ „ილი ჯგუფი“ პატიმრებს 6 წლის განმავლობაში უხარისხოდ კვებავდა. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, ასეულობით დარღვევის ფაქტის შესახებ იცოდა პენიტენციურმა სამსახურმა, თუმცა „ილი ჯგუფთან“ ხელშეკრულებას არ წყვეტდა და 6 წელში სახელმწიფო ბიუჯეტიდან პატიმრების კვებისთვის 180 მილიონ ლარზე მეტი გადაუხადა.

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აცხადებს, რომ სამინისტროს „ილი ჯგუფთან“ „გართულებული ჰქონდა ურთიერთობა. მან პირგასამტეხლოთი დაკისრებულ თანხებზე სასამართლო დავის დაწყებაც არ გამორიცხა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics