02:50 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 19:24:42, 943 ნახვა

მსოფლიო
ეგვიფტის მთავრობა ლაინერის გამტაცებლის ექსტრადიციას მოითხოვს

ეგვიფტის მთავრობა ლაინერის გამტაცებლის ექსტრადიციას მოითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

როგორც მედია საშუალება იტყობინება, დაკავებული ფსიქოლოგიურად არასტაბილურია. 
ცნობისთვის, კვიპროსის სასამართლომ EguptAir-ის კუთვნილი სამგზავრო ლაინერის გამტაცებელ საიფ მუსტაფას 8დღიანი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. სამართალდამცველების ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული ტერორისტული აქტი არ იყო.

შეგახსენებთ, საიფ ელდინ მუსტაფამ გუშინ ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიიდან კაიროში მიმავალი თვითმფრინავი გაიტაცა და პილოტი აიძულა ლაინერი კვიპროსის ქალაქ ლარნაკას აეროპორტში დაესვა. გავრცელებული ცნობით, ის ასაფეთქებელი მოწყობილობის გააქტიურებით იმუქრებოდა. თუმცა, მოვიანებით აღმოჩნდა, რომ "შაჰიდის ქამარი" ყალბი იყო.

ლარნაკას აეროპორტში დაფრენის შემდეგ იგი ეტაპობრივად ათავისუფლებდა ბორტზე მყოფ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს. ბოლოს კი თავად გამტაცებელი პოლიციამ დააკავა. იგი თავის ყოფილ ცოლთან შეხვედრას ითხოვდა, რომელიც კვიპროსში ცხოვრობს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics