03:08 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-04 13:04:59, 5259 ნახვა

ეკონომიკა
ქლიავი და ქორწინების ბეჭედი - რა გაძვირდა თებერვალში

2026 წლის თებერვალში საქართველოში ინფლაცია 4.6%-მდე შემცირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არის აღნიშნული. საქსტატი ინფლაციას 305 დასახელების საქონლისა და მომსახურების ფასების ყოველთვიური გამოკვლევის შედეგად ითვლის. ამ პროდუქტების ჩამონათვალში ყველაზე დიდი რაოდენობითაა სასურსათო პროდუქტები - 92 ერთეული, რაც განპირობებულია იმით რომ სამომხმარებლო კალათაზე სურსათს ყველაზე დიდი გავლენა აქვს. ფასების დეტალური ინდექსის თანახმად, 2026 წლის თებერვალში წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად - 92%-ით ქლიავი არის გაძვირებული. მეორე პოზიციაზეა 74%-ის გაძვირებით ქორწინების ოქროს ბეჭედი, მესამეზე კი 50%-ის ფასის მატებით ლიმონია.

რაც შეეხება ყველაზე გაიაფებულ საქონელს, წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად 28%-ით მწვანილი არის გაიაფებული, 22%-ით შემცირდა კომბოსტოს ფასი, ტელევიზორის და ხახვის ფასი 19-19%-ით, მაცივარი კი წლიურად 18%-ით გაიაფდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics