2026-02-20 15:55:10, 508 ნახვა
პოლიტიკა
Euroscope: საქართველოზე ევროპარლამენტის ანგარიშს საგარეო კომიტეტზე 25 თებერვალს განიხილავენ
ევროსკოპის ინფორმაციით, საქართველოზე ევროპარლამენტის ყოველწლიურ ანგარიშს საგარეო კომიტეტზე 25 თებერვალს განიხილავენ. ამის შესახებ ჟურნალისტი, ევროსკოპის რედაქტორი თამარ ნუცუბიძე Facebook-ზე წერს.
მისი ცნობით, ანგარიშის ავტორი და საქართველოზე მომხსენებელი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეა.
"ეს იქნება დოკუმენტის პირველი მოსმენა, დეპუტატებს ექნებათ საშუალება შესწორებების ინიცირებისაც. დოკუმენტზე ასევე მუშაობენ თანამომხსენებლები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან", - წერს თამარ ნუცუბიძე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,