11:06 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-12 19:37:33, 413 ნახვა

პოლიტიკა
ოცნების საგარეო მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ ეუთო-ს "ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან"

ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია აცხადებს, რომ ეუთოს ე.წ. "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში ოდირის წინასწარ დამტკიცებული სიიდან შეირჩა ერთი ექსპერტი, რომელიც უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევა.

„მოგეხსენებათ ეუთოს რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნით ამოქმედდა ე.წ. "მოსკოვის მექანიზმი", შესაბამისად ოდირის წინასწარ დამტკიცებული სიიდან შეირჩა ერთი ექსპერტი, რომელიც ეწვევა საქართველოს უახლოეს პერიოდში", - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ქართული მხარე უზრუნველყოფს ექსპერტისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას.

„ქართული მხარის მიერ მისი ვიზიტის ფარგლებში მიწოდებული იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია. დაველოდებით მის მიერ შედგენილ დოკუმენტს და საჭიროების შემთხვევაში გავაკეთებთ დამატებით კომენტარებს." - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, რომლის კომენტარსაც საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, ეუთო/ოდირის ინფორმაციით, ეუთო-ს “მოსკოვის მექანიზმის” ექსპერტთა მისიამ საქართველოზე 11 თებერვალს დაიწყო მუშაობა.

ინფორმაციისთვის, ეუთო-ს 23-მა წევრმა სახელმწიფომ საქართველოსთან მიმართებით “მოსკოვის მექანიზმი” 29 იანვარს აამოქმედა, “რათა შეფასდეს საქართველოს მიერ ეუთო-ს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებული ფოკუსით 2024 წლის შემოდგომიდან მოვლენებზე”.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics