11:05 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-12 19:01:23, 412 ნახვა

პოლიტიკა
ილიაუნის ვიცე-რექტორი: გავუწევთ წინააღმდეგობას, გამოვიყენებთ სამართლებრივ მექანიზმებს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი გიორგი გვალია აცხადებს, რომ უნივერსიტეტი მაქსიმალურად შეეწინააღმდეგება მის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, მათ შორის, ამბობს, რომ გამოიყენებენ "ნებისმიერ სამართლებრივ მექანიზმს".

საუბარია ქართული ოცნების გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მხოლოდ ორი მიმართულება, პედაგოგიკის პროგრამები და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები რჩება.

ვიცე-რექტორი ამ გადაწყვეტილებას "გამაოგნებელს" უწოდებს და ამბობს, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს განათლების რეფორმასთან. 

"ჩვენ მაქსიმალურად ვაპირებთ წინააღმდეგობა გავუწიოთ გადაწყვეტილებას, რადგან ვთვლით, რომ არ არის ლეგიტიმური და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. გამოვიყენებთ ნებისმიერ სამართლებრივ მექანიზმს, მათ შორის, ქვეყნის შიგნით, ასევე ფარგლებს გარეთაც.საუნივერსიტეტო საზოგადოებაში სრული ერთიანობაა, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ უნივერსიტეტის ისტორია ასეთი ფორმით არ დასრულდეს.

ეს არის გამაოგნებელი გადაწყვეტილება, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს განათლების რეალურ რეფორმასთან და განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან. ამ გადაწყვეტილების ერთადერთი შედეგი გრძელვადიანი იქნება განათლების ხარისხის დაბალ ნიშნულზე დაყვანა. ფაქტობრივად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს ამ ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტის გაუქმებას.

წარმოიდგინეთ, იმ პირობებში, როდესაც უნივერსიტეტი ახორციელებს 100-მდე პროგრამას ბევრი მიმართულებით და აქედან რჩება მხოლოდ პედაგოგიური, ფაქტობრივად, ნიშნავს რომ უნივერსიტეტი კარგავს პროგრამების 90%-ს, შესაბამისად, სტუდენტების 90%-ს. შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტი იმ სახით, როგორსაც ვიცნობთ, ვეღარ იარსებებს.

ამ გადაწყვეტილების მიხედვით, უკვე შემოდგომის სემესტრიდან აღარ გვექნება მიღება მთელ რიგ პროგრამებზე, რაც ბუნებრივად გამოიწვევს სტუდენტების რაოდენობის შემცირებას. ეს , რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება უნივერსიტეტის ფინანსურ მდგომარეობაზე, შესაბამისად, უნივერსიტეტს შეექმნება პრობლემები არამხოლოდ ე.წ პედაგოგიური პროგრამების შენახვის, არამედ არსებული პროგრამების სტაბილურობის საკითხსაც.

ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით კადრების შენარჩუნებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც სტუდენტების რაოდენობის კლება მოხდება, ბუნებრივია ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით აისახება კადრებზეც", - ამბობს ის. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics