13:05 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-26 13:59:46, 972 ნახვა

მსოფლიო
კრემლმა ნადეჟა სავჩენკოს ორ რუს მოქალაქეზე გაცვლა თეორიულად არ გამორიცხა

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ივანოვი არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო, რომელსაც 22 წელი აქვს მისჯილი, რუსეთის ორ მოქალაქეზე გაიცვალოს, რომლებსაც უკრაინაში ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჟურნალისტების კითხვაზე ივანოვმა განაცხადა, რომ თეორიულად ასეთი შესაძლებლობა არსებობს, თუმცა ორი პირობის შესრულების შემთხვევაში. პირველი პირობის თანახმად, დაცული რუსეთის კანონმდებლობა მთლიანად უნდა იყოს და მეორე - გაცვლის შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.

ამასთანავე, ივანოვმა სავჩენკოს გაცვლა მინსკის შეთანხმებების ფარგლებში გამორიცხა, რომელიც კონფლიქტის მხარეებს შორის ყველა სამხედრო ტყვის გაცვლას გულისხმობს. ივანოვის თქმით, რუსეთი კონფლიქტის მხარეებში არ შედის.

გაცვლის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმაც გააკეთა და მისი თქმით, გაცვლა მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როდესაც ყველა მისი შესაძლო მონაწილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენები იქნება გამოტანილი.

შეგახსენებთ, რომ 22 მარტს სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკოს 22 წელი მიუსაჯა. მას ბრალი 2 რუსი ჟურნალისტის მკველობაში ედებოდა. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით უკრაინელმა მფრინავმა რუსეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, რის შემდეგადაც ის დააკავეს.

სავჩენკო დანაშაულს არ აღიარებს. მისი თქმით, შეტაკებამდე 1 საათით ადრე ის მძევლად აიყვანეს და რუსეთში იძულებით გადაიყვანეს.

ცნობისთვის, განაჩენი ძალაში ჯერ არ შესულა, რადგან აპელაციისთის განკუთვნილი 10 დღიანი ვადა ჯერ არ ამოწურულა. თუმცა აღსანიშნავია, რომ არც პროკურატურა და არც ბრალდებული აპელაციის შეტანას არ აპირებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics