2015-02-12 15:21:03, 352 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური რიჩარდ ნორლანდს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ რიჩარდ ნორლანდს და მის მრჩეველ ჯულია ტომფსონს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
უწყების ინფორმაციით, მხარეებმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტსა და შსს-ს შორის არსებული საზღვრის მართვისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ვახტანგ გომელაურმა და რიჩარდ ნორლანდმა ასევე ისაუბრეს მიმდინარე და სამომავლო პროექტებსა და გეგმებზე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან